menu
ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი

ფელიქს
(ვარლა) ვარლამიშვილი

ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986) ქართველი მხატვარია, რომელიც დაიბადა ქუთაისში. 1922-1927 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1928 წელს დატოვა საქართველო და 1929 წლიდან ცხოვრება გააგრძელა პარიზში. 1948-1952 წლებში ცხოვრობდა ბუენოს-აირესში. ვარლას უნიკალური მხატვრული სტილი აქვს, რომლის საშუალებითაც მის ნახატებს ერთი შეხედვითაც გაარჩევ. კომპოზიციური გადაწყვეტა მხატვრის შინაგანი სამყაროდან იბადება და ავლენს მის ჰუმანურ დამოკიდებულებას ბუნებისა და ადამიანების მიმართ. ისინი ყოველთვის განმსჭვალულია ნოსტალგიის ღრმა განცდით. ვარლას ფერები და მონასმები პოეზიითა და მუსიკალური ნაწარმოებებით არის შთაგონებული. 1945 წელს ვარლამიშვილი გახდა Salon d'Automne-ის წევრი და მიენიჭა უფლება გამოეფინა თავისი ნამუშევრები სალონში კონკურსებში მონაწილეობის გარეშე. მოგვიანებით ის ჟიურის წევრად აირჩიეს. 1947 წელს სახელმწიფომ შეიძინა მისი ნამუშევრები. ფელიქს ვარლამიშვილის 1986 წელს გარდაიცვალა პარიზში.