თამარ ბელაშვილი
·
აგვისტო 20, 2026
ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე
XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს, ახალგაზრდა შურა ბანძელაძეს (1927–1992), ფართო საზოგადოება თითქმის არ იცნობდა. ამიტომ ბევრმა არც იცოდა რომ ფერწერული პორტრეტი, რომელიც ფოტოს ნაცვლად, გალაკტიონის სამგლოვიარო პროცესიას მთაწმინდის პანთეონისკენ (1959) მიუძღოდა სწორედ მისი დახატული იყო. სურათი რამდენიმე წლით ადრე, 1952 წელს შეიქმნა.