დავით კაკაბაძე (1889-1952) - თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე, თეატრისა და კინოს მხატვარი, კოლაჟებისა და ქანდაკებების ავტორი, სტერეო კინოსაპროექციო აპარატის გამომგონებელი და პედაგოგი. დავითი 1889 წელს იმერეთში, სოფელ კუხში დაიბადა. მალე ოჯახი ქუთაისში დაფუძნდა და მან ქუთაისის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა. 1910 წელს ის პეტერბურგში გაემგზავრა სამხატვრო აკადემიაში განათლების მისაღებად, მაგრამ კონკურსში ჩაიჭრა. ამის მერე პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად სამხატვრო განათლებას დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში ეუფლებოდა და პარალელურად უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კურსს ისმენდა. 1919-27 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. დავით კაკაბაძე 1920-იანი წლების მსოფლიო ავანგარდული ხელოვნების თვალსაჩინო ფიგურაა, რომელიც ბიომორფული აბსტრაქციის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.