menu
მანუჩარ ოქროსცვარიძე

მანუჩარ
ოქროსცვარიძე

მანუჩარ ოქროსცვარიძე (1974) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (MFA). მანუჩარ ოქროსცვარიძე თანამედროვე მულტიმედიური ვიზუალური მხატვარია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. კარიერის დასაწყისში ფერწერის პარალელურად, სწავლობდა გრაფიკის, ქანდაკების, ტრადიციული ხატწერის და მინანქრის ტექნიკასა და ისტორიას. მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ფერწერა, ქანდაკება, ინსტალაცია და შერეული ტექნიკაა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან მანუჩარის ხელოვნება კონცეპტუალიზმითა და პოსტმინიმალიზმით არის შთაგონებული. მისი მინიმალისტური ნამუშევრები განსხვავდება მისივე ინსტალაციებისა და საჯარო სკულპტურებისგან. მანუჩარ ოქროსცვარიძე იყო სამხატვრო ჟურნალის – „შთაბეჭდილებების“ (2008-2009) თანადამფუძნებელი და შემქმნელი. ის 1996 წლიდან მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გასული ათწლეულის საქმიანობა მოიცავს დამოუკიდებელ პროექტებს, ასევე თანამშრომლობას სამხატვრო გალერეებთან და დამოუკიდებელ კურატორებთან.