თათია დარჩიაშვილი (1972) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. აკადემიის დამთავრების შემდეგ თათია დარჩიაშვილმა სტაჟირება გაიარა ს.ქობულაძის სახელობის გრავიურის სახელოსნოში. თათია დარჩიაშვილის შემოქმედებითი სფერო მოიცავს გრაფიკას, გრავირებას, ინსტალაციას, ვიდეოინსტალაციას, სამკაულების დიზაინს და მინანქარს. თათია დარჩიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველოში. მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, იაპონიაში, რუსეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული დუოსა და ჯგუფურ გამოფენებში.