menu
მურთაზ შველიძე

მურთაზ
შველიძე

მურთაზ შველიძე (1967) ქართველი არტისტია, რომელიც დაიბადა თბილისში, საქართველოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1992 წელს. მისი შემოქმედება ძირითადად სახვით ხელოვნებას, გრაფიკასა და ინსტალაციას მოიცავს. შველიძის ნამუშევრები იფინება როგორც ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მურთაზ შველიძის შემოქმედება ნაჩვენები იყო სომხეთის ბიენალეზე (2006) და არტისტერიუმ თბილისში (2008). შველიძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კოლექციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მურთაზ შველიძე აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში: თანამედროვე ხელოვნების ფორუმი, დაგომისი (2000); "დიდი ატროფია", HAI-ART. ერევანი და „სტაბილურობის რკალი“, სანკტ-პეტერბურგი (2001); “Art Caucasus”, თბილისი (2004-2005); გიუმრის (სომხეთი) ბიენალე (2006); „11 ქართველი მხატვარი“, ლონდონი (2007); „არტისტერიუმი“, თბილისი (2008); „ჩემი ქვეყნის გულისცემას ვერ შეცვლი“, გამოფენების სერია თელავში, სიღნაღში, გორში, რუსთავში (2009); „წერა ფერებით“, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი (2011); "ხე", ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტი. თიბისი გალერეა, თბილისი (2012); "ქვემოთ, ზევით", ვილნიუსი, ლიტვა (2013). სოლო შოუ: „პეიზაჟები“, ძველი გალერეა, თბილისი (1997); „გრძნობათა დაცვის პალატა: N გალერეა, თბილისი (2000); „C“ – ახალი სერია, სარდაფი კლუბი (2001); „პეიზაჟები – 3“, არტ-კაფე „კაპირი“ (2006); პროარტი“, პროკრედიტ ბანკი (2007); „დიდი პლეი ოფი“, გალა გალერეა (2011); „ნახტომი“, გალა გალერეა (2013); „სახლში“, გალა გალერეა (2014); "დასავლეთის სექტორი" Dédicace გალერეა (2018); „ჯაშუშობა“, გალერეა Dédicace (2019); "Detectio" Dédicace გალერეა (2021).




ნამუშევრები