მერაბ სურვილაძე (1965) ქართველი მხატვარია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1990) საცხოვრებლად ბრიუსელში, ბელგიაში გადავიდა. მისი მხატვრული კარიერა ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა. პერსონალური და ჯგუფური გამოფენებით თბილისში (ლიტერატურის მუზეუმი, გალერეა ჰობი (2010), ხელოვნების სასახლეში (2017), ლუქსემბურგში (ევროკომისია, 2014), ბრიუსელში (2013) და ლონდონში (THE OTHER ART FAIR, Victoria House, 2018). ის ასევე მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში და ხელოვნების ბაზრობებზე ბრიუსელში (Art Truc Troc & Design 2019, BOZAR). მერაბ სურვილაძის ადრეული ნამუშევრები ფიგურატიულ-გამომსახველობითია თუმცა, ბოლო წლებში ის ორიენტირდა აბსტრაქციაზე, სკულპტურული ჩანარებით. მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი ეს სტილი გახდა საინტერესოა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.