ვახო ბუღაძე, ქართული თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელია. დაიბადა 1964 წლის 18 აპრილს. განათლებით მოქანდაკემ, ფერწერა ძირითად სამეტყველო ენად აირჩია. 1990-იანი წლებიდან მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვახო ბუღაძის შემოქმედებითი სტილის განსაზღვრა რთულია, თუმცა მისი ხელწერისთვის დამახასიათებელია ბრუტალური რეალობის აღწერა ექსპრესიული ფორმით, რომელიც თითქოს სკულპტურის კონცეფციის მიხედვით არის აგებული.