ივანე (ვანო) ენუქიძე (1907-1979) მრავალმხრივი განათლების მქონე ქართველი მხატვარია. 1929 წელს ვანო ენუქიძე არალეგალურად გადავიდა პარიზში, სადაც მან თავი დაიმკვიდრა, როგორც მხატვარმა.
ვანო ენუქიძის ნამუშევრები საჯაროდ პირველად 1958 წელს გამოიფინა. მონაწილეობა მიიღო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში სახელწოდებით „Salon d'Art Sacré et Réalités Spirituelles“. 1958-1979 წლებში, ვანო ენუქიძე რეგულარულად თანამშრომლობდა სხვადასხვა გალერეასთან და ასევე მონაწილეობდა „დამოუკიდებელთა სალონის“ (Salon des Indépendants) გამოფენებში. საფრანგეთის გარდა, ენუქიძეს ჰქონდა პერსონალური და ჯგუფური გამოფენები იტალიაში, გერმანიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში, სადაც გამოიფინებოდა ფსევდონიმით VANO . მისი რამდენიმე ნამუშევარი პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (Musée d'Art Moderne de la Ville de Paris) შეიძინა.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.