ნათელა იანქოშვილი (1918-2008) XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მხატვარია. 1937-1943 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1960 წელს ხელოვნების ეროვნულ გალერეაში მოეწყო. 1961 წელს ნათელა იანქოშვილმა კუბასა და მექსიკაში იმოგზაურა და ყველგან ასრულებდა ჩანახატებს. მოგზაურობის შემდეგ გამოსცა წიგნი „მოგზაურობა გმირულ კუნძულზე“, რომელიც მოგზაურობის შთაბეჭდილებების ამსახველი 40 ილუსტრაციით იყო გაფორმებული.
ფერწერასთან ერთად, ნათელა იანქოშვილი მუშაობდა გრაფიკოსად და ილუსტრატორად. 1966 წელს ნათელა იანქოშვილმა 18 ილუსტრაცია შექმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ იაპონურენოვანი გამოცემისთვის.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.