ალექსანდრე ციმაკურიძე (1881-1954) ქვიშხეთში დაიბადა. 1902-1904 წლებში სწავლობდა კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშემწყობი საზოგადოების სკოლაში ფერწერასა და ქანდაკებას. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან სტიპენდიის მიღების შემდეგ, მან სამხატვრო განათლების მიღება მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელსა და მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში განაგრძო.
1922 წლიდან ციმაკურიძე თბილისში ცხოვრობდა, სადაც მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში ფერწერას ასწავლიდა. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახლდათ.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.