დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) გამორჩეული საზოგადო მოღვაწე და მხატვარი, რომელმაც თავისი ცხოვრება ქართული კულტურის განვითარებას მიუძღვნა. შევარდნაძე მუშაობდა ფერმწერად, გრაფიკოსად, თეატრისა და კინოს მხატვრად. დიმიტრი შევარდნაძე ქართველ ხელოვანთა საზოგადოების დამფუძნებელი, ეროვნული სამხატვრო გალერეის ინიციატორი და პირველი დირექტორი, ასევე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმ „მეტეხის“ პირველი დირექტორი გახლდათ.
შევარდნაძის სახელი მჭიდროდ უკავშირდება ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის კოლექციის დაფუძნებასა და მისი შემოქმედების პოპულარიზაციას. დიმიტრი შევარდნაძე ასევე იკავებდა საქართველოს ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.