menu
კარლო გრიგოლია

კარლო
გრიგოლია

კარლო გრიგოლია (1927-2014) მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული ხელოვნების ისტორიაში, ნონკონფორმისტული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ქართული ქანდაკების ჭეშმარიტი რეფორმატორი.

სენაკში დაბადებული და გაზრდილი გრიგოლია 1950 წელს, 23 წლის ასაკში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. მისი გზა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით ხასიათდებოდა, თუმცა, დიდი ზეწოლის მიუხედავად, მან თანამედროვე ხელოვნება ხელმისაწვდომი გახადა.

90-იან წლებში კარლო გრიგოლია ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის წევრი გახდა, ამავდროულად კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციას.

2001 წლიდან კარლო გრიგოლიას შემოქმედება ფრედონიის ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის მუდმივ კოლექციაშია დაცული.

2019-2023 წლებში მისი მხატვრული მემკვიდრეობის ამსახველი სამი გამოფენა მოეწყო. მათ შორის, 2023 წლის მარტში, დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კარლო გრიგოლიას პირველი რეტროსპექტიული გამოფენა „აკრძალული ხელოვნება“ გაიმართა.