„ფერის ძალა“ — ATINATI-ის კოლექციიდან
ATINATI-ის სახელოვნებო ცენტრი აგრძელებს საგამოფენო სერიას „ATINATI-ის კოლექცია“ და წარმოგიდგენთ გამოფენას „ფერის ძალა“.
ექსპოზიცია აერთიანებს ექვსი თანამედროვე ქართველი ხელოვანის — თამო ჯუღელის, ბესო უზნაძის, ნინა კინწურაშვილის, ნინა ახობაძის, ნინო საკანდელიძისა და ნინო მეჟეს — ნამუშევრებს.
გამოფენა განსხვავებული მხატვრული პრაქტიკების საშუალებით იკვლევს ფერს, ფორმას, მატერიას, მოძრაობასა და სივრცეს. ფერწერასთან ერთად ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნინო მეჟეს სკულპტურა „მედეა“, რომელიც გამოფენის ვიზუალურ დიაპაზონს კიდევ უფრო აფართოებს.
„ფერის ძალა“ ATINATI-ის კოლექციის ხედვის ნაწილია — თანამედროვე ქართული ხელოვნების აღმოჩენა, მხარდაჭერა და მისი წარმოჩენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონტექსტში.

ATINATI Art Center
3 ოქტომბერი, 18:00
პ. ინგოროყვას ქ. 19, თბილისი