თამთა შავგულიძე
·
ოქტომბერი 26, 2023
კარლო გრიგოლია - ნონკონფორმიზმის ანატომია
კარლო გრიგოლია, როგორც ქართული ქანდაკების ერთი-ერთი რეფორმატორი და ქართული ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურა, ქართულმა საზოგადოებამ სულ ახლახანს გაიცნო. 2019-2023 წლებში მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამი გამოფენა შედგა. მათ შორის მის პირველ, რეტროსპექტულ გამოფენას „აკრძალული ხელოვნება“ 2023 წლის მარტში საქართველოს დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ