menu
კონსტანტინე  ბოლქვაძე

კონსტანტინე
ბოლქვაძე

ხელოვნებათმცოდნე და მკვლევარი

Konstantine Bolkvadze (კონსტანტინე ბოლქვაძე) is a Master of Art History, curator, and researcher. His sphere of research interests covers the Soviet and post-Soviet periods in Georgian fine art, and the influence of socialist realism and the ideological program of de-Stalinization on the visual language of various artists. He leads the Georgian Soviet Art course at the Free University of Tbilisi. He also works at the Georgian Museum of Fine Arts, and is the author of numerous research articles and critical texts. His professional activities include research, educational, and curatorial projects.


კონსტანტინე ბოლქვაძე-ის სტატიები

ფირუზისფერი ცის ქვეშ...
კონსტანტინე ბოლქვაძე · აგვისტო 20, 2026

ფირუზისფერი ცის ქვეშ...

ქართული პრიმიტივიზმი უმთავრესად ებმის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელს, თუმცა მისი მხატვრული ფენომენი იმდენად მაღალ ფერწრულ ტრადიციებს მიემართება, რომ რთულია ხელოვანის მხოლოდ ამ სტილურ განსაზღვრებაში მოქცევა. ფიროსმანის მოუხელთებელად დიადი ხელოვნება ზოგად ფერწერულ გენიას გულისხმობს, ანუ მისი ხატოვანება პრიმიტივისტულ-ნაივურ ძიებებს რამდენადმე ცდება; ეს ის შემთხვევაა, როცა გენიოსი თავისი წესებით ქმნიდა ატიპურ და განუმეორებელ სახვით ენას...

დილბოს ტიფლისური რაფსოდია...
კონსტანტინე ბოლქვაძე · ნოემბერი 12, 2025

დილბოს ტიფლისური რაფსოდია...

ალბერტ დილბარიანი (დილბო) მიეკუთვნება 1960-იანელთა თაობას. დილბოს მელანქოლიური და რომანტიკული მსოფლაღქმით მოდელირებული ფერწერული მიზანსცენები არ ჰგავს მისი თანამედროვე მხატვრების ხელწერას თუ ზოგად პოსტსტალინისტურ კანონიკას. იგი არასდროს გამოხატავდა შეურიგებლობას საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ, თუმცა ამავდროულად განდგომილი იყო თავისი „არტისტული გარსით“. მისი ირეალური, ილუზიური თუ თურმეობით კილოში აგებული ფერწერული წინადადებები წარმოადგენდა გარკვეულ ესკაპიზმს კოლექტივისტური საზოგადოებიდან. დილბო პასეიზმით, რეტროგრადულობით თუ სომხური მსოფლშეგრძნებით რეფლექსირებდა მის (საბჭოთა) ყოფაზე; მასთან საბჭოთა ონტოლოგია და ანაქრონისტული გნოსეოლოგია მთლიანდებოდა...

ავთო მესხი- „ლაბირინთში დაკარგული მინოტავრი“
კონსტანტინე ბოლქვაძე · აგვისტო 27, 2025

ავთო მესხი- „ლაბირინთში დაკარგული მინოტავრი“

ავთო მესხის მიკუთვნება რომელიმე სტილთან და მისი სახელდება ქართულ სახვით ხელოვნებაში რთულია, რამეთუ შესაფასებლად არაოფიციალურ-სანქცირებული ხელოვნების თუ ნონკონფორმისტული იდეოლოგიის კლიშე ზედაპირულია მასთან მიმართებაში. მისი არტისტული მატრიცა სტილსა და სახელოვნებო პროცესს გადაედინება; მუდმივ ეგზისტენციალურ სუსპენსიაში იმყოფება. არტისტი განხეთქილებაშია ცხოვრებასთან, კანონიკასთან და თავად გეომეტრიული აბსტრაქციის „იკონოგრაფიასთანაც“ კი, უბრალოდ მისი სტილი და თვითგამოხატვა არ მიესადაგებოდა საბჭოეთს. მისი სერიული აბსტრაქტული ნამუშევრები ირიბი გზებით ყვება ხელშესახებ, მატერიალურ თუ ტაქტილურ სამყაროზე; მხატვარი არა ნანახს თუ ფიქსირებულს გამოსახავს, არამედ დავიწყებულს, მონატრებულს, მეხსიერებიდან განდევნილს, მხოლოდ ამ გზით იქმნება ავთოსთვის დამაჯერებელი და სინამდვილესთან მიახლოებული ვიზუალური ნარატივი.

მხატვარი დამალული თაობიდან
კონსტანტინე ბოლქვაძე · ივნისი 17, 2025

მხატვარი დამალული თაობიდან

თემო ჯაფარიძე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში. იგი მიეკუთვნება 1960-70-იანელთა თაობას, თუმცა რადიკალურად განსხვავდება მის თანამედროვეთაგან- გამბედაობით, ძიებებით, დროსთან მიმართებაში ინტუიციური თანხვედრით, უკიდურესი ინდივიდუალიზმით. 1950-იანი წლებიდან დამოუკიდებელი საქართველოს ფორმაციამდე, საბჭოთა ხელოვნებაში რამდენიმე ხელოვანმა გაიარა „არტისტული ჯვარცმა“ თუ „გოლგოთა“, და მათ შორის თამამად შეიძლება მოვიხმოთ თემო ჯაფარიძე, რომელიც თავისი შემოქმედებით თანამედროვე თუ უახლესი ქართული ხელოვნების „წანამძღვრად“ აღიქმება ერთიან სისტემატიზირებულ ქსოვილში. არტისტი 1960-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე ქმნიდა წარმოუდგენლად ატიპურ ნამუშევრებს- თითქოს მან საერთოდ არ იცხოვრა საბჭოთა ყოფაში და მას არ შეხებია კოლექტივისტური იდეოლოგიური ცენზურა. უმთავრესად თემოსთან ყველაზე მომნუსხველი და დღემდე ცოცხალი არის მისი არტისტული შიმშილი, სტიქიური ქმნადობა, მოდერნულობის მისეული აღქმა. თემო პროფესიით არ იყო მხატვარი, იგი ინგლისური ენის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და სწორედ ამიტომაც იყო ამოვარდნილი მხატვრთა თაობებისთვის დამახასიათებელი საერთო ხელწერიდან თუ სტილური ზეგავლენებიდან. მის შემოქმედებაში იყო უხვად: ნარატივი-პროზა და პოეზია, სამოქალაქო პოზიცია ურბანულ-სოციალურ სცენებში და ადამიანის ინტროვერტულ-ეგზისტენციალისტური ფსიქოლოგიზმით შთანთქმული დრო-სივრცე...

სერგო ჩახოიანცი- „ყოფიერების არქეოლოგი“
კონსტანტინე ბოლქვაძე · მარტი 25, 2025

სერგო ჩახოიანცი- „ყოფიერების არქეოლოგი“

სერგო ჩახოიანცი მიეკუთვნება 1950-იანელთა თაობას, თუმცა მისი სახელი ცნობადი ხდება 2000-იან წლებში. მხატვარი ოცნებობდა პერსონალურ გამოფენაზე და სიცოცხლეში მას ვერ ეღირსა - ასე ყვება შვილი, ალექსანდრე ჩახოიანცი. იგი სულ ხატავდა, დიდ დროს ატარებდა სტუდიაში, ვიდრე სახლში. გარდა საკუთარი თავისა, მისი ნიჭის სჯეროდა მის მეუღლეს, რომელიც განათლებით, ხელოვნებათმცოდნე იყო და შვილებს ხშირად ეუბნებოდა, რომ ხელი არ შეეშალათ მამისთვის. იგი არასდროს აღიქვამდა საკუთარ სუბიექტივიზმს თუ მხატვრულ ხელწერას გამორჩეულად, პირიქით, ერთგვარად თავს იმართლებდა ახლობლებში, თითქოს სხვაგვარად არ შეეძლო მას ხატვა...

 უშანგი ხუმარაშვილი - ქართული აბსტრაქციის პარტიზანი
კონსტანტინე ბოლქვაძე · დეკემბერი 23, 2024

უშანგი ხუმარაშვილი - ქართული აბსტრაქციის პარტიზანი

უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილი პარტიზანია ქართული აბსტრაქციის ჭრილში. მისთვის აბსტრაქტული ხელოვნება ცხოვრებაზე ფილოსოფიური დაკვირვების საგანია; იგი ემპირიულად, ყოველდღიურობაში განზოგადებულ ხატოვანებაში ცდილობს რეალიზმის გადმოცემას. ხუმარაშვილი არ იყო ამ სტილის თუ სკოლის მიმდევარი, ანუ მისთვის აბსტრაქცია არ იგივდებოდა პოლიტიკურ პროტესტთან ან ზემოხსენებულ ქართველ არტისთებთან. ფერწერის ეს „სტილური ერთეული“ მასში ჩაბუდებული და პირველადი მდგომარეობა იყო, მისი ფსიქოსომატური შლეიფია...

THE GEORGIAN REALIST SCHOOL - ARTISTS OF THE OLDER GENERATION (1880-1910)
კონსტანტინე ბოლქვაძე · ოქტომბერი 11, 2024

THE GEORGIAN REALIST SCHOOL - ARTISTS OF THE OLDER GENERATION (1880-1910)

From the 1880s to 1910, a new stage began in Georgia’s fine arts development, propelled by professionally educated artists of the older generation that "gave birth" to modern Georgian secular painting. It was a move that partially broke the link with the Tiflis feudal, oriental, and portraiture painting school, which ceased to exist in 1880.

  მეწამულისფერი სფუმატო
კონსტანტინე ბოლქვაძე · სექტემბერი 19, 2024

მეწამულისფერი სფუმატო

ესმა ონიანის ფერწერულ-გრაფიკული „სახიერება“ იპოსტასია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების. მისი ნამუშევრები ქართული საბჭოთა მხატვრობის და ზოგადად ხელოვნების მიღმაა; იზოლირებულ-ინტროსპექტულია. მეწამულისფერი საღებავი, როგორც თვითგამოხატვის უმთავრესი იარაღი და ამ ფერით შეპირობებული ხელწერა წყალგამყოფია საბჭოთა-დათბობის პერიოდის იდეოლოგიასთან.

SOCIALIST REALISM IN GEORGIAN PAINTING (FROM 1921 TO 1950)
კონსტანტინე ბოლქვაძე · აპრილი 5, 2024

SOCIALIST REALISM IN GEORGIAN PAINTING (FROM 1921 TO 1950)

The formation and evolution of socialist realist art in Georgia commenced during the 1930s and 1940s. However, its ideological foundations in Russia were seen between 1922 and 1932. Critical realism (peredvizhniks), constructivism, neoclassicism, and French classical realism conditioned the eclectic visual language typical of socialist realism and its utopian ideology.

LEILA SHELIA’S ABSTRACT DIARY
კონსტანტინე ბოლქვაძე · ნოემბერი 26, 2023

LEILA SHELIA’S ABSTRACT DIARY

In Leila Shelia's artwork, one can discern distinct elements of separation, irreversibility, and irrationality. These elements emanate primarily from the powerful feminine characteristics that stand in contrast to more traditional masculine traits that are often to be found in Georgian art. This contrast is not aggressive, but rather transgressive in nature. The central theme revolves around an unending diary that is crafted with feminine sensibility and intuitive impulses. In the diary, the pages are in the form of painterly canvases, which serve as a unique testament for breaking free from the rigid constraints of the largely male-dominated Georgian art scene.