დალი ლებანიძე ხელოვნებათმცოდნე და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მკვლევარია, ასევე თანამედროვე და ახალი ქართული ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი.
როდესაც ახალი დროის ქართულ სახვით ხელოვნებაზე ვიწყებთ ფიქრს, ჩვენ მეხსიერებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სახე ამოტივტივდება ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი სახე დიმიტრი ერისთავია. დღეს, როდესაც თითქმის 70 წელი გავიდა რაც ის შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩნდა, ჩვენ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ მისი მხატვრობის მნიშვნელობას.
ვალერიან სიდამონ-ერისთავის ცხოვრება საქართველოს ისტორიის რთულ და გარდამტეხ დროს დაემთხვა. იგი მთელი თავისი არსებით სამშობლოს პატრიოტი იყო, რაზეც მისი შემოქმედება მეტყველებს.
არიან მხატვრები, რომელთა შემოქმედება და ცხოვრება ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. მათ შორისაა გაიანე ხაჩატურიანი. ქალი, რომელმაც მხატვრულ ასპარეზზე გამოსვლისთანავე, გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. მისი სურათები განსაკუთრებულ ფანტასმაგორიულ გარემოს უშლიან მაყურებელს, წყვეტს მის კავშირს ყოველდღურობასთან და უთავბოლო მოგზაურობაში ითრევს.
ნიკოლოზ კანდელაკი თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად შეიძლება იყოს აღიარებული. იაკობ ნიკოლაძესთან ერთად, მასთანაა დაკავშირებული რეალისტური ქანდაკების დამკვიდრება საქართველოში.
გურანდა ქლიბაძე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება ძლიერი ემოციებისა და დრამატული ვნებების გამომსახველია. იგი გვანცვიფრებს თხრობის უკომპრომისო პირდაპირობით, ლაკონური და უკიდურესად დაძაბული კომპოზიციური გადაწყვეტითა და სახვითი მეტყველების ვირტუოზული ფლობით. გურანდა ქლიბაძის სურათები მაგნიტური ძალით გვითრევენ მათზე წარმოსახულ სამყაროში და ღრმა კვალს ტოვებენ მაყურებლის ცნობიერებაზე.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.