menu
მაკა ბეჟუაშვილი

მაკა
ბეჟუაშვილი

კურატორი

მაკა ბეჟუაშვილი ხელოვნებათმცოდნე და კურატორი. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით. 1989 წლიდან მუშაობს  საქართველოს  ეროვნულ გალერეაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2022  წლიდან - ეროვნული გალერეის უფროსი კურატორი.


მაკა ბეჟუაშვილი-ის სტატიები

მიხეილ ბილანიშვილი — ემიგრანტი მხატვარი
მაკა ბეჟუაშვილი · იანვარი 9, 2026

მიხეილ ბილანიშვილი — ემიგრანტი მხატვარი

2024 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა „სამშობლოს მიღმა“. პროექტის ინიციატორი გახლდათ გალერეა „შარდენი“, რომელმაც საზოგადოებას ოთხი ქართველი ემიგრანტი მხატვრის — მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, ვერა ფაღავასა და ვანო ენუქიძის — შემოქმედება წარუდგინა.

გურამ გელოვანი და მისი ეპოქა
მაკა ბეჟუაშვილი · ივლისი 23, 2025

გურამ გელოვანი და მისი ეპოქა

მხატვარ გურამ გელოვანის (1928-1986) შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი ე.წ. პოსტსტალინური ეპოქაა. ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესები კვლავ ტოტალიტარული სახელმწიფოს პროგრამული პოლიტიკითაა განსაზღვრული. სოცრეალიზმი რჩება იდეოლოგიურ დოქტრინად. ამავდროულად, შეინიშნება მცირე „დათბობა“.

about VANO
მაკა ბეჟუაშვილი · მარტი 7, 2025

about VANO

პარიზი, 1959 წლის შემოდგომა. გალერეა "შარპანტიე" პარიზის სკოლის მხატვრების ტრადიციული გამოფენისთვის ემზადება. გალერეის ხელმძღვანელი, რაიმონდ ნასენტა, ორიგინალურ ექსპერიმენტს ატარებს - იმისათვის, რომ ობიექტურად წარმოაჩინოს პარიზის თანამედროვე არტ-სცენა, იგი ხუთ ავტორიტეტულ ხელოვნების ექსპერტს მიმართავს, რომელთაც განსხვავებული მხატვრული გემოვნება აქვთ, და სთხოვს, წარადგინონ შვიდი ხელოვანი თავიანთი ბოლო სამი ნამუშევრით.