ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თეატროლოგი, სათეატრო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ქართული სექციის მდივანი (IATC).
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2015 მიიღო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი.
არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციების კურსს მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ასევე თეატრის კრიტიკასა და თეორიაში. უნივერსიტეტში თეატრის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელია.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ დირექტორი;
2005 წ-დან დღემდე საქართველოს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა რეგისტრირებული კავშირის „კულტურა“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე;
2005-2009 წ. წ. დამფუძნებელი და რედაქტორი გაზეთის „კულტურა“;
სისტემატურად აქვეყნებდა და აქვეყნებს სტატიებს, წერილებს, რეცენზიებს თანამედროვე თეატრალურ პროცესებზე და პრობლემებზე საერთაშორისო და ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში. არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, რედაქტორი, შემდგენელ-რედაქტორი.
სხვადასხვა წელს იყო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი, თეატრების განხრით; იყო და არის თბილისის მერიის თავისუფალი თეატრალური პროექტების კომისიის წევრი, საქართველოსა და უცხოეთის სათეატრო ფესტივალების ჟიურის და კომისიის წევრი.
2022 წელს დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრიზით ნომინაციაში წლის საუკეთესო რეცენზია.
2024 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა ვალერიან გუნიას სახელობის პრემიით წიგნისთვის - რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა.
ხელოვანის ბედი განსაკუთრებული, საინტერესო და უცნაურია: აღსავსეა ძიებებით, პერიპეტიებით, ქარტეხილებით, აღმასვლებითა თუ დაღმასვლებით... რა თქმა უნდა, ყოველ ხელოვანს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალური ბედისწერა აქვს; მის მოღვაწეობას თან ახლავს აღმაფრენა, სიხარულიც და ტკივილიც. შემოქმედებაში ნიჭთან და პროფესიონალიზმთან ერთად გამართლებაც უმნიშვნელოვანესია. სათეატრო რეჟისორსა და პედაგოგს, დიმიტრი — დოდო (ასე ეძახდა ყველა) — ალექსიძეს, შეიძლება ითქვას, გაუმართლა, თუმცა მისი შემოქმედებითი გზა არ ყოფილა იოლი; თან სდევდა როგორც დიდი სიხარული, ისე დიდი, დაუმსახურებელი ტკივილიც.
კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებითი ცხოვრება სულ რაღაც 43 წელი გრძელდებოდა, 10 წელი როგორც მსახიობის, 33 წელი როგორც რეჟისორის. 61 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. საქართველოში გამოზრდილი მოწაფეების უმადურობამ და უპირველეს ყოვლისა „საბჭოთა სისტემამ“ შეიწირა დიდი ხელოვანის სიცოცხლე, რომელსაც, ალბათ, კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო თანამედროვე სათეატრო ხელოვნების გასავითარებლად. კოტე მარჯანიშვილი - თეატრის სიყვარულისთვის „მოკლული“ ხელოვანი გახლდათ. იგი ინფარქტით გარდაიცვალა, გული გაუსკდა.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.