menu
ბუბა კუდავა

ბუბა
კუდავა

ისტორიკოსი

ბუბა კუდავა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, ავტორი და გამომცემელია. მაღალი აღიარებით სარგებლობს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და კულტურის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი აკადემიური კვლევების გამო.

აქტიურად იკვლევს, ტაო-კლარჯეთის — თანამედროვე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული რეგიონის — ისტორიულ გეოგრაფიასა და კულტურულ მემკვიდრეობას და ორ ათწლეულზე მეტია, რაც იქ საველე-კვლევით ექსპედიციებს ხელმძღვანელობს.

ბუბა კუდავა, გამომცემლობა „არტანუჯის“ თანადამფუძნებელია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა ისტორიის, პროზისა და საგანმანათლებლო ლიტერატურის მიმართულებით.


ბუბა კუდავა-ის სტატიები

ქართული სახელმწიფოებრიობა: 3000-წლოვანი უწყვეტი ტრადიცია
ბუბა კუდავა · აპრილი 16, 2026

ქართული სახელმწიფოებრიობა: 3000-წლოვანი უწყვეტი ტრადიცია

საქართველოს გაცნობისას პირველი ასოციაციები სხვადასხვაგვარია, თუმცა საერთო წარმოდგენებისა თუ შთაბეჭდილებების გამოყოფა მაინც შესაძლებელია: ღვინის სამშობლო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მაღალმთიანი ქვეყანა და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ძველი ქრისტიანული ქვეყანა, საკუთარი და ორიგინალური დამწერლობა, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალხმიანი ფოლკლორი და ცეცხლოვანი ცეკვები... არიან ისეთებიც, საქართველოსთან დაკავშირებით პირველ ყოვლისა სტალინი რომ ახსენდებათ.