სწორედ „ოქროსწვიმამ“ დაადგილობრივიმოსახლეობისმიერშემთხვევითნაპოვნმაძვირფასმანივთებმა, რომელთაშესახებპირველიცნობებიჯერკიდევ XIX საუკუნის 40-იანიწლებიდანჩნდებოდა, მისცადასაბამივანისარქეოლოგიურგათხრებს. გამოჩენილმაქართველმამწერალმადასაზოგადომოღვაწემ, გიორგიწერეთელმა, 1880 წლის 18 ნოემბერსარქეოლოგიურიყრილობისმოსამზადებელიკომიტეტისთბილისშიგამართულსხდომაზეპირველადდააყენავანისარქეოლოგიურიშესწავლისაუცილებლობისსაკითხი.
არქეოლოგიურმაკვლევებმაცხადყო, რომვანითითქმისმთელიძვ. წ. I ათასწლეულისგანმავლობაში – ძვ. წ. VIII საუკუნიდანმოყოლებულიძვ. წ. I საუკუნემდე – „ოქრომრავალიკოლხეთის“ მთავარპოლიტიკურ-ადმინისტრაციულდარელიგიურცენტრსწარმოადგენდა. თავიდანგათხრებისდროსაღმოჩენილიმასალათბილისში, სიმონჯანაშიასსახელობისსახელმწიფომუზეუმშიინახებოდა. ვანისარქეოლოგიურიექსპედიციაყოველსეზონზეარამხოლოდმრავალრიცხოვანი, არამედუნიკალურიაღმოჩენებითიყოგანებივრებული. სულუფროდაუფროაქტუალურიხდებოდაადგილობრივიმუზეუმისშექმნისაუცილებლობა. მცირეზომისსაცავიმუზეუმისელემენტებითპირველადთვითონექსპედიციისბაზაზემოეწყო, შემდგომშირაიონულცენტრშიპატარაშენობაშიმცირეექსპოზიცია განთავსდა. 70-იან წლებში ცნობილმა არქიტექტორმა და ანტიკური არქიტექტურის მკვლევარმა გიორგი ლეჟავამ შეიმუშავა მუზეუმის შენობის პროექტი, რომელიც ვანის არქეოლოგიური ძეგლის კონტექსტს იდეალურად იყო მორგებული. ანტიკური ტაძრის ფორმის ნაგებობისთვის ადგილად გიორგი ლეჟავამ და ოთარ ლორთქიფანიძემ ერთად შეარჩიეს ახვლედიანების გორის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბორცვი, მაგრამ პროექტის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
არქეოლოგიური მუზეუმის აშენება ერთმა ბედნიერმა შემთხვევამ განაპირობა, რომლის მომსწრეც თავად გავხდი. 1981 წელს ვანს ნაქალაქარისა და ახალი აღმოჩენების სანახავად ქვეყნის იმდროინდელი მეთაური ედუარდ შევარდნაძე ეწვია, რომელმაც წასვლისას იკითხა, რა გჭირდებათო. ექსპედიციის ხელმძღვანელის მოკრძალებულ პასუხზე, რომ არქეოლოგიური მასალის დასაბინავებლად საჭირო იყო ნაგებობა, ედუარდ შევარდნაძის რეაქცია ასეთი იყო: ვანს სჭირდება ნამდვილი მუზეუმი. ასე გადაწყდა არქეოლოგიური მუზეუმის აშენება მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირში ახალი მუზეუმების მშენებლობა აკრძალული იყო. შესაბამისად, ახალი მუზეუმის პროექტირებაც კი სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მთავრობაში მყოფმა არქიტექტორმა გიორგი ანდრონიკაშვილმა მაშინვე გაიხსენა, რომ ვანის მუზეუმის პროექტი უკვე არსებობდა, რომლის ავტორი იმ დროს უკვე გარდაცვლილი გიორგი ლეჟავა იყო. მალე დაიწყო მუზეუმის მშენებლობა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მუზეუმის მშენებლობას დიდი დახმარება გაუწია ვანის რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ბატონი ნოდარ ანდრიაძის თაოსნობით. ოთარ ლორთქიფანიძის სამეცნიერო კონცეფციის საფუძველზე მხატვარ-არქიტექტორების, გურამ ყიფიანისა და ნოდარ ამაშუკელის მიერ შემუშავებული სცენოგრაფიით შეიქმნა საბჭოთა ეპოქისთვის იშვიათი გამოფენა, რომლის მოწყობაშიც ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად ექსპედიციის თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და ის საცავებით, პირველადი მოხმარების სარესტავრაციო და ფოტოლაბორატორიით, ბიბლიოთეკით, საკონფერენციო დარბაზით აღჭურვილი პირველი მუზეუმ-ნაკრძალი იყო რეგიონში. დაარსებიდან მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი ვანის მკვიდრი, ისტორიკოსი ომარ გაბუნიაა.
მუზეუმმა ვანი მაშინვე აქცია მიზიდულობის ახალ ცენტრად. არქეოლოგიურ მასალას აღმოჩენისთანავე არა მარტო ამუშავებდნენ და შეისწავლიდნენ, არამედ ძალიან მალე შესაძლებელი იყო გამოფენაზე ახალი აღმოჩენების ნახვა. ესენია, მაგალითად, 1987 წელს აღმოჩენილი N19 სამარხის მდიდრული, ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშების შემცველი ინვენტარი ან 1988 წელს აღმოჩენილი ჭაბუკის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელმაც შემდეგ, 2015 წელს, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში – პალაცო სტროცი (ფლორენცია) და ჟან-პოლ გეტის მუზეუმი (ლოს-ანჯელესი) – გამართულ გამო- ფენებზე „ძალაუფლება და პათოსი: ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკება“ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. დღეს მას ვანის განახლებული მუზეუმის ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს უნიკალურ და სიმრავლით გამორჩეულ კოლექციაში კვლავ ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ისევე როგორც მსოფლიოში ცნობილ ხელოვნების არაერთ ნიმუშს სახელი ეწოდა მისი აღმომჩენის ან აღმოჩენის ადგილის მიხედვით, ამ ქანდაკებასაც დღეს უკვე „ვასიკოს“ სახელით იცნობენ. ასე მას ბატონ ვასილ გაბუნიას (მიწის იმ ნაკვეთის მფლობელი, სადაც ქანდაკება იქნა ნაპოვნი) პატივსაცემად ეწოდა.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. ფოტო: თბელ აბუსერიძე. ჟურნალი "National Geographic"ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. GNM EMYA. 2023
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსებისთანავე გახდა შავიზღვისპირეთის ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმების ჩატარების მუდმივი ადგილი, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები განსაკუთრებული სიამოვნებით რეგულარულად იყრიდნენ თავს. ვანის მუზეუმმა ღირსეულად გაუძლო არა მხოლოდ 90-იანი წლების სირთულეებს, არამედ სამუზეუმო სფეროში XXI საუკუნის გამოწვევებსაც.
საქართველოსეროვნულიმუზეუმის – ქვეყნისმთავარისამუზეუმოგაერთიანების – შემადგენლობაშიშემავალირეგიონულიმუზეუმებისრეაბილიტაციასთანერთადპრიორიტეტულიგახდავანისმუზეუმისგანახლებაც, ვანშიკიარქეოლოგიურიგათხრები, რომლებსაც 2002 წლიდანსათავეშიდარეჯანკაჭარავაჩაუდგა, კვლავგასაოცარიაღმოჩენებითგრძელდებოდა. სწორედესაღმოჩენები, კერძოდ, 2003-2004 წლებშიაღმოჩენილიორი, ისევ „ოქრომრავალი“ სამარხისინვენტარიდა 2007 წელსგამოვლენილიბრინჯაოსუნიკალურინივთებისშემცველი „განძი“ გახდამთავარიშემადგენელინაწილისაერთაშორისოგამოფენებისა, რომლებიცსაქართველოსეროვნულიმუზეუმისორგანიზებითმოეწყომსოფლიოსისეთწამყვანმუზეუმებში, როგორებიცაა: ბერლინის Antikensammlung, ნიცისაზიურიხელოვნებისმუზეუმი, პარიზის Musée de la Monnaie, ვაშინგტონისარტურმ. საკლერისგალერეა, ვაშინგტონისსმითსონის ინსტიტუტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ძველი სამყაროს კვლევის ინსტიტუტი, ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, კემბრიჯის ფიცუილიამის მუზეუმი, ბენაკის მუზეუმი (ათენი), სტოკჰოლმის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სიძველეთა მუზეუმი, დრენტის მუზეუმი (ასენი), სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი, რომის საიმპერატორო ფორუმების მუზეუმი, ფლორენციის Palazzo Strozzi, ფრანკფურტის Liebighaus, ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმი, ვაშინგტონის ეროვნული გალერეა, ბორდოს „ღვინის ქალაქი“, მარსელის Mucem და ა. შ.
პოსტერი გამოფენიდან "Wine Worship & Sacrifice. Golden Graves of Ancient Vani"პოსტერი გამოფენიდან "Géorgie, Berceau de la Viticulture"
ამ გამოფენების მოწყობისას შეძენილმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ვანის მომავალი მუზეუმის და ახალი გამოფენის მომზადების პროცესში. გარდა ამისა, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ჟან-პოლ გეტის ცენტრში ჩატარებული ბრინჯაოს ჭრაქებისა და „განძის“შემცველი სხვა სატაძრო ინვენტარის ერთობლივი კვლევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან პროფესორი ნინო კალანდაძე ხელმძღვანელობდა.
ნინო კალანდაძე
2007 წელს დაიწყო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით. მთავარი გამოწვევა იყო ძველი შენობის იერსახის შენარჩუნება და მისი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რასაც არქიტექტურული კომპანიის Ellis Williams Architects-ის ჯგუფმა დიტერ პფანენშტილის ხელმძღვანელობით წარმატებით გაართვა თავი. ადგილზე კი მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა ჯგუფი ზაზა იაშვილის ხელმძღვანელობით. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მამუკა საღარაძე.
გამოფენის სცენოგრაფიაზე სამუშაოდ საფრანგეთიდან მოწვეული იყო დიზაინერი ლინა მარია ლოპესი. ის, როგორც საფრანგეთში ორგანიზებული ჩვენი გამოფენების დიზაინერი, უკვე კარგად იცნობდა საგამოფენო მასალას. თანამედროვე ინფრასტრუქტურის წყალობით ექსპონატების დამატების გარდა ექსპოზიციაში სიახლეების შეტანაც გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, გაიზარდა გამოფენის მასშტაბიც და ექსპოზიციის მოწყობის კომპლექსურ სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა სალომე გურული. განახლებული გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია (ავტორი ნინო ლორთქიფანიძე) ძველი მუზეუმის ტრადიციებს ემყარება და ამაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით გამოფენის კურატორებს დარეჯან კაჭარავას და მარინე ფირცხალავას. მუზეუმის განახლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ექსპედიციის წევრები და ვანის მუზეუმის ყველა თანამშრომელი.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. ფოტო: ანი დავარაშვილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ორ სართულზე ათ საგამოფენო დარბაზში განთავსებული მუდმივმოქმედი გამოფენა წარმოაჩენს მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის – კოლხეთის სამეფოს – პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრის რვასაუკუნოვანი ისტორიის ოთხივე ეტაპს. სამეცნიერო კონცეფციაზე ყველა დეტალის გათვალისწინებით მორგებული სცენოგრაფიის, ასევე თანამედროვე ინსტალაციების მეშვეობით მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა მუდმივ დიალოგშია როგორც ნაქალაქართან, ასევე ბერძნულ წერილობით წყაროებთან და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აცოცხლებს ვანის, როგორც კოლხეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ქალაქის სტატუსის განმსაზღვრელ ყველა ელემენტს. ესენია: კოლხური ბრინჯაოს კულტურის აყვავების ხანის, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების, ე. წ. ვანის ქვეყანა, ამავე პერიოდის სამსხვერპლო მოედანი თავისი კომპლექსური რიტუალებით, ძვ. წ. VI-V საუკუნეების ხის ტაძარი; ძვ. წ. V-IV საუკუნეებში „ოქრომრავალი“ სამარხები და კოლხეთის წარჩინებულ პირთა მთავარი დასაკრძალავი ადგილი; ძვ.წ. III საუკუნეში ადამიანების ნაცვლად თვით ოქროს სამკაულით შემკული ბრინჯაოსა და რკინის ანთროპომორფული ქანდაკებების „დაკრძალვის“ უნიკალური რიტუალი, რომელსაც ვანის ფარგლებს გარეთ ანალოგი არ აქვს; ძვ. წ. II-I საუკუნეების სატაძრო ქალაქი და ამავდროულად ლითონის დამუშავების შესახებ ცოდნის მნიშვნელოვანი კერა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი სიმდიდრის გამო დაანგრია მტერმა უმოწყალოდ.
დღეიდან ვანის მუზეუმში ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეშვეობით შესაძლებელია არტეფაქტების კომპლექსური კვლევა, რომელიც აღმოჩენის მომენტიდანვე ველზე შეიძლება დაიწყოს. მუზეუმში შეიქმნა ლეონ ლევისა და შელბი ვაითის სახელობის ბიბლიოთეკა მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურით, ახალი ტიპის აუდიტორია კი საუკეთესო გზაა საზოგადოებასთან დიალოგის დასამყარებლად და ცოდნის გასავრცელებლად. მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოწყობილია ფონდები, ხოლო საზოგადოებრივი სივრცეები, მათ შორის კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდები პანორამული ხედებით ნაქალაქარზე, ასევე კავკასიონის ქედსა და ხვამლის მთაზე, თავისუფალი დროის გატარებისთვის საუკეთესო ადგილია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”. ფოტო: ანი დავარაშვილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სიმბოლურია, რომ პირველი დროებითი გამოფენა, რომელსაც ვანის განახლებულმა მუზეუმმა უმასპინძლა, იყო „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”. გამოფენაზე, რომელზეც საქართველოში პირველად პომპეის არქეოლოგიური პარკის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა იყო წარმოდგენილი, დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ერთად ენახა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი ექსპონატები. ვანი ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ 1995 წელს საფრანგეთში გამოცემული ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო სწორედ როგორც „საქართველოს პომპეი“.
2024 ვანის მუზეუმმა უმასპინძლა გამოფენას „ეტრუსკული სამყარო“. აქ წარმოდგენილი იყო ეტრუსკული კულტურის ნიმუშები იტალიის წამყვანი მუზეუმებიდან.
მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი. აღიარების სიგელი. 2024
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა, რომელმაც 2020 წელს ახალი სიცოცხლე დაიწყო, ევროპის 2023 წლის მუზეუმების კონკურსში (EMYA 2023) ერთ-ერთი მთავარი ჯილდო – სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისათვის“ მიიღო,ხოლო 2024 წელს მუზეუმი აღიარებული იქნა The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი)
ვანში არქეოლოგიური გათხრები და მუზეუმის განვითარება გრძელდება...