menu

ხელოვნება


ამირ კაკაბაძე - 1960-1970-იანი წლების ქართული ხელოვნების მოწინავე ფიგურა

ქეთევან კინწურაშვილი · აგვისტო 20, 2026

ამირ კაკაბაძე - 1960-1970-იანი წლების ქართული ხელოვნების მოწინავე ფიგურა

ამირ კაკაბაძე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამხატვრო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. ის დაიბადა 1941 წელს ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ოჯახში. მხატვარი იყო მისი დედაც - ეთერ ანდრონიკაშვილი- კაკაბაძისა.  ამიტომ, სულ ადრეული ასაკიდან, ხატვა მისთვის ბუნებრივ, საყვარელ საქმიანობად იქცა. ამირ კაკაბაძემ 1961 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლი და იმ წელსვე ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ჯერ ფერწერის ფაკულტეტის თეატრის მხატვრობის განყოფილებაზე ისწავლა (1967, ხელმძღვანელი ფ. ლაპიაშვილი) და შემდეგ ასპირანტურაში (1972).

დავით (დუდა) გაბაშვილი

მზია ჩიხრაძე · აგვისტო 20, 2026

დავით (დუდა) გაბაშვილი

ფერმწერის, გრაფიკოსის, მოქანდაკის, პედაგოგის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სახალხო მხატვრის, დავით დუდა გაბაშვილისადმი (1914-1995) მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავდა, რომ იგი იყო აბსოლუტური, შეუმცდარი გემოვნებისა და დახვეწილობის, უმაღლესი მხატვრული კულტურისა და პროფესიონალიზმის შემოქმედი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი ხოშტარია კი ამბობს, რომ დავით გაბაშვილის ხელოვნება არ არის სათანადოდ დაფასებული, რადგან იგი არ იყო ორიენტირებული ზედაპირულ ეფექტებზე და მისი აღქმა მაყურებლისგან სპეციალურ, სიღრმისეულ მომზადებას მოითხოვს.


მარტვილის ენკოლპიონი

კიტი მაჩაბელი · აგვისტო 20, 2026

მარტვილის ენკოლპიონი

შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების უძველეს ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მცირე ზომის კარედი ხატი, რომელიც მარტვილის ენკოლპიონის სახელით არის ცნობილი  (მე-8-9 სს.). ეს ხატი საუკუნეების განმავლობაში მარტვილის მონასტერში ინახებოდა. ენკოლპიონი წარმოადგენს რთული შედგენილობის ჭედურ სამკარედს - ტრიპტიქს, რომლის დეკორი სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით არის შესრულებული. ტიხრული მინანქარი, მოოქრული ვერცხლი ჭედური ფიგურები, სევადის სახარების სცენები კარედის ზურგზე და ძვირფასი თვლები ქმნის განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს.