menu

კინო და თეატრი


დიმიტრი (დოდო) ალექსიძე

მაკა ვასაძე · ოქტომბერი 16, 2026

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე

ხელოვანის ბედი განსაკუთრებული, საინტერესო და უცნაურია: აღსავსეა ძიებებით, პერიპეტიებით, ქარტეხილებით, აღმასვლებითა თუ დაღმასვლებით... რა თქმა უნდა, ყოველ ხელოვანს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალური ბედისწერა აქვს; მის მოღვაწეობას თან ახლავს აღმაფრენა, სიხარულიც და ტკივილიც. შემოქმედებაში ნიჭთან და პროფესიონალიზმთან ერთად გამართლებაც უმნიშვნელოვანესია. სათეატრო რეჟისორსა და პედაგოგს, დიმიტრი — დოდო (ასე ეძახდა ყველა) — ალექსიძეს, შეიძლება ითქვას, გაუმართლა, თუმცა მისი შემოქმედებითი გზა არ ყოფილა იოლი; თან სდევდა როგორც დიდი სიხარული, ისე დიდი, დაუმსახურებელი ტკივილიც.


ოთარ იოსელიანი- ობზერვაციული კინოს არქიტექტორი

ნინო ჩიმაკაძე · ოქტომბერი 9, 2026

ოთარ იოსელიანი- ობზერვაციული კინოს არქიტექტორი

ონლაინ პლატფორმების ეპოქაში, სადაც ავტორები მუდმივად ცდილობენ, თვალისმომჭრელი კონტენტით და სწრაფ ემოციურ ეფექტზე გათვლილი ამბებით წამებში დაიპყრონ ჩვენი ყურადღება, ოთარ იოსელიანის კინო სრულიად სხვა რიტმსა და გამოცდილებას გვთავაზობს. მისი ფილმები გვაჩვევს დაკვირვებას, შეყოვნებას, მოსმენასა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებისთვის ყურადღების მიქცევას. იოსელიანი საინტერესო ამბებს ყოველდღიურობაში პოულობს: შემთხვევით შეხვედრებში, ჩვეულებრივ საუბრებში, ადამიანების მზერასა და დუმილში. მის ფილმებში ყოფითი წვრილმანები თანდათან იძენს მნიშვნელობას, ყოველდღიურობის ერთფეროვნებიდან კი იბადება დრამა, იუმორი და ცხოვრების აბსურდულობის განცდა.


მარია პერინის სტუდია ვერის უბანში

ილია თავბერიძე · სექტემბერი 26, 2025

მარია პერინის სტუდია ვერის უბანში

რეჟისორმა სცენარი ჰაუპტმანის პიესის „მელანიას ოინების“ მიხედვით შექმნა, თუმცა მასში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დამაარსებლის ნინო რამიშვილის ბავშვობის ისტორიის ერთი ფრაგმენტიც გამოიყენა. პატარა ნინო და მისი და თამარი მამამ მარია პერინის ქორეოგრაფიულ სტუდიაში მიაბარა, მაგრამ ოჯახს მალე ისე გაუჭირდა, გადასახადის გადახდა ვეღარ შეძლო. სტუდიის ხელმძღვანელი მარია რამიშვილებს სახლში ესტუმრა და ახარა, რომ ნიჭიერი გოგონები გადასახადისგან გათავისუფლებულები იყვნენ. აღსაზრდელებიდან პერინის სტუდიაში ბევრი სწავლობდა უფასოდ.

სერგო ქობულაძე - თბილისის ოპერის თეატრის ფარდა

თამარ ბელაშვილი · მაისი 2, 2023

სერგო ქობულაძე - თბილისის ოპერის თეატრის ფარდა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისათვის განკუთნილ ფარდაზე სერგო ქობულაძე (1909-1978) მუშაობას 1954-1956 წწ.-ში იწყებს. მხატვრის მიერ შექმნილ-შესრულებულ ფარდას თეატრალურ სივრცეში, ოდითგან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. დარბაზში შესული მაყურებლისთვის ის განსაკუთრებული, საზეიმო, ამაღლებული და ხშირად ამაღელვებელიცაა. მსგავსი ფარდა არც ერთ კონკრეტულ სპექტაკლთან არ ასოცირდება. ის ერთი მხრივ რეალური, მეორე მხრივ კი მხატვრული სამყაროს ვიზუალურ-პირობითი მიჯნაა. მსგავსი ფარდა ყველაზე მართებულია ხელოვნებათა სინთეზის კონტექსტში იქნას განხილული, რადგან არქიტექტურას მისადაგებული ის, თავად მონუმენტური მხატვრობის ნიმუში, თეატრალურ-დეკორაციული მახასიათებლების გავლენასაც განიცდის ხშირად.