თამარა თუმანოვას სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა სურვილი საქართველოში ჩამოსულიყო, დედის სამშობლოში, რომლის გვარსაც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. უჩვეულო ვითარებაში დაიბადა: ევგენია თუმანიშვილი შორეულ ციმბირში, ვლადივოსტოკში მეუღლესთან, კავკასიის სამხედრო ოლქის ექიმთან კონსტანტინე ზახაროვასთან შესახვედრად მიდიოდა. თამარა მატარებლის ვაგონში 1919 წლის 2 მარტს გაჩნდა.
1860-იანი წლების ერთ საღამოს თბილისში, ქართველი ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ მამაცაშვილის ოჯახში იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე შეკრებილან. ასეთი საღამოები მაშინ ხშირად ეწყობოდა თბილისის ქართულ ოჯახებში, რაც საუკეთესო საშუალება იყო გულახდილად ესაუბრათ ქვეყნის მომავალზე. რუსეთის იმპერიის მმართველობის პირობებში საიმედო არა ჩანდა რა.
მბზინავი მინა, რბილი ფერები, ვერცხლისფერი ზედაპირი და განსაკუთრებული შეფუთვა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შინდისფერი ფერის ყუთებში ჩალაგებულ 12 ცალ სათამაშოზე ამოტვიფრული იყო წარწერა — “Christmas is Coby”. ბრენდის ამ ემოციური გზავნილით საახალწლო სათამაშოების შემქმნელი ამერიკის მოსახლეობას პერსონალურად ულოცავდა შობას.
რეჟისორმა სცენარი ჰაუპტმანის პიესის „მელანიას ოინების“ მიხედვით შექმნა, თუმცა მასში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დამაარსებლის ნინო რამიშვილის ბავშვობის ისტორიის ერთი ფრაგმენტიც გამოიყენა. პატარა ნინო და მისი და თამარი მამამ მარია პერინის ქორეოგრაფიულ სტუდიაში მიაბარა, მაგრამ ოჯახს მალე ისე გაუჭირდა, გადასახადის გადახდა ვეღარ შეძლო. სტუდიის ხელმძღვანელი მარია რამიშვილებს სახლში ესტუმრა და ახარა, რომ ნიჭიერი გოგონები გადასახადისგან გათავისუფლებულები იყვნენ. აღსაზრდელებიდან პერინის სტუდიაში ბევრი სწავლობდა უფასოდ.
Mariam Aleksidze was a soloist of the Tbilisi Opera and Ballet State Theater troupe when she presented her first one-act ballet premiere to the audience. Afterwards, we spoke about the notion of the choreographer, her visions for the future, the possibilities of chamber ballet development in Tbilisi, and of course about her father – the prominent choreographer Giorgi Aleksidze, to whom the novice choreographer’s first staged ballet was dedicated. Mariam said that while her father was still alive, she promised to follow in his footsteps.
1921 წლის 11 მარტს, ბათუმიდან გავიდა გემი „ერნესტ რენანი“ Ernest Renan, რომელმაც ემიგრაციაში წაიყვანა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და თან წაიღო საქართველოს ეროვნული საგანძური, რუსეთის მიერ ოკუპირებულ თბილისში შემოსულ წითელი არმიის ნაწილებს რომ არ გაეძარცვათ. ეს აზრი, თებერვლის შუა რიცხვებში, თბილისის უნივერსიტეტში, რექტორს ივანე ჯავახიშვილს გამოუთქვამს და მეგობრის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ექვთიმე თაყაიშვილისთვის გაუნდია: „თუ საგანძური არ გადაიმალა, ბოლშევიკები ყველაფერს გაზიდავენ, რადგან კარგად ვიცით რა დამართეს მათ ქართულ ეკლესიებს“.
1880 წელს თბილისში იტალიიდან დაბრუნდა ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე. იმდროინდელი პრესის ქრონიკებით ვიგებთ, რომ ფილიმონი წარმატებით მოღვაწეობდა იტალიის სხვადასხვა თეატრში, მათ შორის მილანის ლა სკალაში. თბილისში კი აქაური ოპერის თეატრის მოწვევით დაბრუნდა. უკან წასვლას რომ აპირებდა, მასთან ქართველი მგალობლები მისულან სტუმრად და უკითხავთ: ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება თუ არის შესაძლებელიო. ფილიმონს თანხმობა განუცხადებია: „მოვიდნენ, იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე, ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზეც გავაგონე საგალობლები. მაშინ დარწმუნდნენ, რომ ქართული გალობის ნოტებზე დაწყობა შესაძლებელი ყოფილა“- ასე იგონებდა იმ პირველი შეხვედრის ამბავს, მალე მთელ საქართველოს რომ მოედო.
The very first of Giorgi Aleksidze's performances with the Chamber Ballet already involved daring statements, inappropriate and bold steps that were incompatible with Soviet ideology. Through Chamber Ballet, the innovative choreographer Giorgi Aleksidze offered a new style and form.
The history of Georgian antiquities that are kept in various museums around the world is fascinating. It is mostly connected with the period when Russia abolished the autocephaly of the Georgian Church. The stolen treasure was worth tens of millions of rubles. Among other items, the enamel medallions stolen from the Jumati Monastery icons have a particular aesthetic value.
It is now the 18th season that prima ballerina Nino Ananiashvili has been head of the ballet troupe of the Tbilisi Opera and Ballet State Theatre.
1950-იანი წლებში, ჟურნალ „ამერიკის“ ერთ-ერთ ნომერში, რომელსაც საბჭოთა მკითხველისთვის რუსულ ენაზე გამოსცემდნენ, დაიბეჭდა ინტერვიუ ჯორჯ ბალანჩინთან. ინტერვიუს გაეცნო ბალანჩინის ძმაც - კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. საქართველოში ასე გაიგეს, რომ გიორგიმ ამერიკაში უდიდეს წარმატებებს მიაღწია.
Chabukiani was nine years old when he was asked to bring Christmas tree decorations from the Chevalier art workshop to Maria Perini’s ballet studio. At that time, he did not even have a primary education.
საქართველოს დედაქალაქის მთავარი მოედანზე, რომელიც დღეს თავისუფლების სახელს ატარებს, ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენები ვითარდებოდა. რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ქვეყნის ოკუპაციის დღეს აღლუმი რომ გამართეს, იმ დროს მოედანს სულ სხვა იერსახე ჰქონდა და მის ცენტრში ვაჭარ თამამშევის ქარვასლა იდგა. მავრიტანული სტილის შენობაში 1851 წლის 12 აპრილს კავკასიაში პირველი ოპერის თეატრი გაიხსნა.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.