menu
ბაია  წიქორიძე

ბაია
წიქორიძე

გალერისტი

ბაია წიქორიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. ის არის „ბაია გალერეა”ს დამფუძნებელი, რომელიც 1992 წლიდან დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ბაია წიქორიძე არაერთი  მნიშნელოვანი გამოფენის კურატორი ყოფილა. ის არის ქართული ხელოვნების შესახებ რამდენიმე კვლევითი ნაშრომის ავტორი, ასევე სხვადასხვა წიგნისა და საგამოფენო კატალოგის გამომცემელი. როგორც ხელოვნების კონსულტანტი, ის თანამშრომლობს ხელოვნების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან.