ნესტან თათარაშვილი
·
სექტემბერი 23, 2026
საქართველოს გერმანული დასახლებები
მიგრაციული პროცესები მხოლოდ 21-ე საუკუნისთვის არ არის დამახასიათებელი, თუ დღეს საქართველოდან ევროპაში გადასახლებით ცდილობენ უკეთესად იცხოვრონ, მე-19 ს-ის დასაწყისში ევროპელები მოდიოდნენ აქ ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად. მაშინ საქართველო რუსეთის კოლონია იყო და ცარისტული ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებული უცხოელთა ჩამოსახლება უპირველესად რუსიფიკაციის განმტკიცებისთვის ხდებოდა, თუმცა იმპერია მათში ეკონომიკის გაძლიერების რესურსსაც ხედავდა და ისე გულუხვად აფინანსებდა, როგორც ამას აქ მცხოვრები რუსებისთვისაც კი არ აკეთებდა. ასე დაიწყო გერმანელთა ჩამოსახლება, ხალხის რომელთან ერთად ას წელზე მეტ ხანს ვიცხოვრეთ და რომელთა დასახლებებში დღემდე შემოგვრჩა მათი მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობა.