ზაზა ბერძენიშვილმა 1975 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიაში არ ჩაუბარებია. ასე გადაწყვიტა. ოჯახმა გაუწია აკადემიის მაგივრობა. მამა, ელგუჯა ბერძენიშვილი, ფერმწერი და გრაფიკოსი იყო. ბიძა, მერაბი - ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე. ხელოვნება ზაზასთვის ბავშვობიდან ჩვეულ საარსებო გარემოს წარმოადგენდა.

ქართველი მხატვრების 80-იანელთა თაობის ერთი ნაწილი (ირაკლი ფარჯიანი, ირაკლი სუთიძე, ანტონ ბალანჩივაძე, კაკო თოფურია...) და მათ შორის, ზაზა ბერძენიშვილი, აბსტრაქციისა და ნაივური ფიგურაციის ზღვარზე მუშაობენ. მათი ფერწერა სივრცის, ფერისა და ფაქტურის კვლევაა. მხატვრული ობიექტის დეფორმირებულად და ფრონტალურად წარმოჩენა მათ ნამუშევრებს ეპიკურ სიდიადეს ანიჭებს. ობიექტში არსებული თავისთავადი მნიშვნელობის წინ წამოწევა, იდეის ხაზგასმის უპირატესობა სათავეს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობიდან თუ ხატწერიდან იღებს. შემდგომში ფიროსმანის, მოგვიანებით კი ვერა ფაღავას შემოქმედებით მრწამსზე გამავალი ეს ხაზი თანამედროვე ქართულ მხატვრობაში უკვე ტრადიციად იქცა.
ზაზა ბერძენიშვილის შემოქმედება „დუმილის კუნძულია“ გარემომცველ ხმაურში. მისი მხატვრობა თანამედროვე ურბანული გარემოსა და ცხოვრებისეული ალიაქოთის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. თითოეული ნამუშევარი ჩუმი, გარინდული თავშესაფარის მეტაფორაა. ეს პაუზა აღმოსავლურ ფილოსოფიას, ქრისტიანულ ასკეტიკას, ისიხასტურ მდუმარებას ჰგავს. მხატვარი ინარჩუნებს ქართულ გენეტიკურ კოდს და ათავსებს მას მსოფლიო მოდერნიზმის კონტექსტში. მისი ფერები (მღვიარე და ღრმა), დაწურული ფორმა - პირდაპირ კავშირშია ქართულ ფრესკასთანაც და ევროპულ ლაკონიურობასთანაც. ზაზა ბერძენიშვილი არ არის მხოლოდ „მედიუმი“ წარსულსა და აწმყოს შორის, ის არის ხელოვანი, რომელიც ფერებითა და სიმბოლოებით აშენებს საკუთარ სამყაროს, სულიერ თავშესაფარს. აშენებს თავისთვის და ჩვენთვის. ბერძენიშვილის ფენებად „ნაშენი“ ღრმა ფაქტურა, პასტელი იქნება ეს თუ ზეთი, არის ნიშანი იმისა, რომ სულიერება მისი სამყაროს ფერადოვან შრეებშია ჩამალული. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ხსნის ზაზა ბერძენიშვილი არსებობას, მისი სურათების ჩუმ, იდუმალ ფენებში უნდა ჩავძიროთ მზერა.

ზაზა ბერძენიშვილის სახლი არქეტიპული თავშესაფარიცაა და მისი წარმოსახვითი სამყაროს ცენტრიც (AXIS MUNDI). „წითელი სახლი“ ურბანულ გარემოში უსაფრთხო სივრცის, განმარტოების, შინაგანი ემიგრაციის ადგილია. ეს გარემო ყოველგვარი კონკრეტული მისამართის, გეოგრაფიული კოორდინატების მიღმა მდებარეობს. ზაზა ბერძენიშვილი აქ სიმბოლური და ემოციური ელემენტების შერწყმას იძლევა. შესაძლოა, ღამის სიჩუმე პირადულ, შინაგან მოგზაურობაზეც მიუთითებდეს, არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მეტაფიზიკურ ან ეგზისტენციალურ მოგზაურობაზე, რეფლექსიაზე, ცნობიერიდან ქვეცნობიერისკენ გაუკვალავი გზებით სვლაზე. ღამის სიჩუმე ამ სიზმრისეულ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ბერძენიშვილის სახლი მოკლებულია კონკრეტულ არქიტექტურულ დეტალებს (კარს, სახურავის ფაქტურას). ის უფრო „სახლის იდეას“ წარმოადგენს. წითელი ფერი მხატვრის ემოციურ მდგომარეობას ასახავს, ფერადი ფანჯრების სინათლე კი დრამატურგიულად კოსმოსურ ნათელს - მთვარესა და ვარსკვლავებს ეხმიანება. ისინი სახლის „მესაიდუმლენი“ არიან. ეს არის ბერძენიშვილის მცდელობა, აქციოს მხატვრობა თავშესაფრად, იპოვოს საკუთარი მშვიდი ადგილი ქაოსში, სადაც საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიაში იგრძნობს თავს.

წითელი სახლის გარემო არის „ანტი-მეგაპოლისი“. მხატვარი ქმნის საცხოვრებლის ისეთ მოდელს, სადაც ადამიანს შეუძლია „გაჩერდეს“. საღებავის რბილი, ხავერდოვანი, მრავალშრიანი ფაქტურა ქმნის ილუზიას, რომ ეს სახლი აშენებული კი არ არის, არამედ მეხსიერებიდანაა ამოტივტივებული. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ზაზა ბერძენიშვილისთვის შემოქმედების არსი საკუთარი სამყაროს შენებასა და იქ დასახლებაშია. მხოლოდ ასეა შესაძლებელი გარემოსთან მშვიდობიანი თანაარსებობა. ზაზა ბერძენიშვილის სამყაროში ვიზუალური ხატები ცნებების მნიშვნელობას იძენენ. მისი „წითელი სახლი“ სწორედაც, რომ ვიზუალური ხატია იმ ადგილისა, სადაც ადამიანს შეუძლია შეჩერდეს, ამოისუნთქოს და აუჩქარებლად ჩაუღრმავდეს სახლისა თუ ღამის მდუმარებას.

ზაზა ბერძენიშვილის ნამუშევრებში გამოყენებული ფერების დიდი ლაქები მრავალშრიანია. ისინი თითქოს შიგნიდან ანათებენ. ქვედა შრეები სჭვივის ზედაპირზე, რაც ნამუშევარს ვიბრაციასა და შინაგან ნათებას სძენს. ფერთა სიღრმე მარკ როთკოს შემოქმედებასთან მსგავსებას იჩენს. ზაზა ბერძენიშვილის მრავალშრიანი ფერიც ისეთივე „ფერადოვანი ველია“ (მარკ როთკოს COLOR FIELD), რომელშიც „მუნყოფიერებაა“ შესაძლებელი.
ზაზა ბერძენიშვილის ნატურმორტებშიც არის რაღაც არქეტიპული, საკრალური და ამავდროულად, ძალიან თანამედროვე. ამ „მარადიულ“ ნატურმორტებში დრო არ გადის. საგანი ფერადოვან ენერგიას ასხივებს და განწყობას გიქმნის. ბერძენიშვილის ბოთლი არ არის მხოლოდ ჭურჭელი; ის თავისი მონუმენტურობით ჰგავს საკრალურ ატრიბუტს. არც მზესუმზირებია მხოლოდ მცენარეები; მათი წრიული ფორმები და ყვითელი ფონი მზის კულტის ასოციაციას ქმნის.
ზაზა ბერძენიშვილის სურათებზე საგანი აბსოლუტურად იწმინდება ყოფიერებისგან და იქცევა „იდეად“. გაჩერებული დრო და დასადგურებული სიჩუმე უნებურათ გვახსენებს ვერა ფაღავას ნატურმორტებს. ფაღავას ნატიფი, სტილიზებული, „ელეგანტური“ საგნები, მიწიერი სიმძიმისგან თავისუფალნი, გარემოსგან დამოუკიდებლად არსებობენ ნათელ სივრცეში. ისინი თითქოს გამჭვირვალენი არიან და უწონად მდგომარეობაში, ეფემერულ ლანდებად განიფინებიან ჰაერში. ზაზა ბერძენიშვილიც განწმენდს ფორმას, ასკეტურ, აბსტრაგირებულ იერს ანიჭებს მას, მაგრამ აქ ფორმა უფრო ტლანქი, განში გასული, მენჰირივით დიადი, მონოლითური და მონუმენტურია, ფერადოვან ნიადაგზე მყარად მდგარი და სურათის „ჭერამდე“ აღმართული.


მის ნამუშევრებში ფორმა უფრო ნივთის „იდეას“ გადმოგვცემს. არც ფერია ფორმის მხოლოოდენ შემავსებელი. ბერძენიშვილთან სწორედ ფერია საგნის ფორმირების საშუალება. მხატვრისთვის საგანი საბაბია სივრცისა და სინათლის გამოსაკვლევად, ფერთა დრამატურგიის შესაქმნელად. ის საგნის ფორმას, მოყვანილობას, „ანატომიას“ ფერით აგებს.
ბერძენიშვილის ნამუშევრები ხშირად ტოვებს სიჩუმის განცდას. ეს სწორედ იმ „წანაზარდების“ მოცილების შედეგია. თითქოს ის საგნებს კი არ ხატავს, არამედ მხოლოდ მათ სუფთა ენერგიას ტოვებს ტილოზე. ეპოქაში, სადაც ვიზუალური ინფორმაცია ელვისებურად იცვლება, მხატვარი გვთავაზობს გავჩერდეთ ერთი ბოთლის წინ და მასში დავინახოთ ისტორია. ასეთია ბერძენიშვილის კულტურული პროტესტი ზედაპირულობის მიმართ.


Zaza Berdzenishvili's "Clowns" are not just circus performers or entertainers for the audience: their stretched arms and hieratic postures evoke images of a ceremonial dance, in which the performer strives to transcend his or her own limitations. They seem more like figures taking part in a mysterious ritual or ancient enigma. Their multi-layered, enigmatic, almost totemic forms emerge. They also halt time due to their monumentality and immobility. Maybe the clown is really just the artist's secret identity; a solitary conduit which finds meaning in the midst of multicolored chaos. The immobility of the clowns' movements lends them an air of ethereal grandeur and a sense of being beyond time. This is not a performance, but a sacred dance of the spirit on canvas, where each brushstroke is a reflection of the artist's innermost feelings.
The artwork of Zaza Berdzenishvili is a solitary, philosophical self-portrait. Here, the clowns represent the artist's sole confidants; the bottles or cups represent thoughts cleansed from existence; and the house represents the tranquility of his spirit. Each canvas is a block in the enormous shelter that the artist constructs using the "aesthetics of silence." This is the process of creating his own inner universe.
![]() | ![]() |
| Zaza Berdzenishvili. Sunflower. Oil on canvas. 50x50 cm. ATINATI Private Collection | Zaza Berdzenishvili. Still Life. Oil pn canvas. 50x50cm. 2024. ATINATI Private Collection |
Zaza Berdzenishvili's painting is a form of spiritual act in today's overloaded and digital environment, where the artist seems to us as a medium. He transports us from individual mysticism to intercultural communication. He takes us back to the beginning, when the content is cosmic but the form is straightforward. This is a voyage from commonplace items to holy symbols; from the tangible to the intangible; and from the material to the spiritual. Zaza Berdzenishvili takes us back to that primordial stage, where color is the primordial light that leads us through the mist of daily existence: a house is a house, and a glass is a glass.

