დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
ამირ კაკაბაძე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სამხატვრო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. ის დაიბადა 1941 წელს ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ოჯახში. მხატვარი იყო მისი დედაც - ეთერ ანდრონიკაშვილი- კაკაბაძისა. ამიტომ, სულ ადრეული ასაკიდან, ხატვა მისთვის ბუნებრივ, საყვარელ საქმიანობად იქცა. ამირ კაკაბაძემ 1961 წელს დაამთავრა ი.ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლი და იმ წელსვე ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ჯერ ფერწერის ფაკულტეტის თეატრის მხატვრობის განყოფილებაზე ისწავლა (1967, ხელმძღვანელი ფ. ლაპიაშვილი) და შემდეგ ასპირანტურაში (1972).
„საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს პურის და ღვინის ქვეყანა....“ - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, 2006 ეს სიტყვები განსაკუთრებულად სიმბოლურად და ისტორიულ კონტექსტში გაჟღერდა 2025 წლის დეკემბერში, როდესაც UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ნიუ-დელიში გამართულ მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე.
ფერმწერის, გრაფიკოსის, მოქანდაკის, პედაგოგის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სახალხო მხატვრის, დავით დუდა გაბაშვილისადმი (1914-1995) მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავდა, რომ იგი იყო აბსოლუტური, შეუმცდარი გემოვნებისა და დახვეწილობის, უმაღლესი მხატვრული კულტურისა და პროფესიონალიზმის შემოქმედი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი ხოშტარია კი ამბობს, რომ დავით გაბაშვილის ხელოვნება არ არის სათანადოდ დაფასებული, რადგან იგი არ იყო ორიენტირებული ზედაპირულ ეფექტებზე და მისი აღქმა მაყურებლისგან სპეციალურ, სიღრმისეულ მომზადებას მოითხოვს.
70-იანი წლების საბჭოთა საქართველოში სოცრეალიზმის პროპაგანდისა და ცენზურის წნეხი საგრძნობლად შენელებული კი იყო, მაგრამ ნონკონფორმისტი მხატვრები სახელმწიფო შეღავათებით მაინც ვერ სარგებლობდნენ - მათთვის არც მსხვილი შეკვეთები არსებობდა, არც ავტომობილი, ბინა ან აგარაკი პარტიული სიებით, არც პერსონალური გამოფენის ან ფართო აღიარების იმედი. თავ-თავის სახელოსნოებში შეკეტილნი, ისინი ბელადების ხოტბაზე უარს ამბობდნენ, შემოქმედებით თავისუფლებას ინარჩუნებდნენ და სანახევროდ მშიერნი, ჭეშმარიტ ფერწერას ქმნიდნენ.
საქართველოში ღმრთისმშობლის თაყვანისცემას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დედაღვთისას, როგორც კაცობრიობის მეოხის მნიშვნელობას ემატებოდა საქართველოს დედაღვთისას წილხვდომილობის იდეა.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი შემოქმედება ერთი მხრივ, მხატვრის თვითნაბად ნიჭზე, მის ოსტატობასა და ინდივიდუალიზმზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი ზოგადქართული, ეროვნული ფორმათგანცდის ერთგვარ სიმბოლოსაც წარმოადგენს.
თამარა თუმანოვას სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა სურვილი საქართველოში ჩამოსულიყო, დედის სამშობლოში, რომლის გვარსაც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. უჩვეულო ვითარებაში დაიბადა: ევგენია თუმანიშვილი შორეულ ციმბირში, ვლადივოსტოკში მეუღლესთან, კავკასიის სამხედრო ოლქის ექიმთან კონსტანტინე ზახაროვასთან შესახვედრად მიდიოდა. თამარა მატარებლის ვაგონში 1919 წლის 2 მარტს გაჩნდა.
გიორგი - გიგო გაბაშვილი (1862-1936) ქართული აკადემიური სკოლისა და დაზგური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. გაბაშვილმა შეითვისა რუსული რეალიზმი, მისთვის ახლო იყო რუსი პერედვიჟნიკების იდეალები, რაც კარგად ჩანს მის რეალისტურ მხატვრობაში. ასევე, ის არის პირველი მხატვარი ქართული ხელოვნების ისტორიაში, ვინც სიმბოლისტური ნამუშევრები შექმნა.
ქართული პრიმიტივიზმი უმთავრესად ებმის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელს, თუმცა მისი მხატვრული ფენომენი იმდენად მაღალ ფერწრულ ტრადიციებს მიემართება, რომ რთულია ხელოვანის მხოლოდ ამ სტილურ განსაზღვრებაში მოქცევა. ფიროსმანის მოუხელთებელად დიადი ხელოვნება ზოგად ფერწერულ გენიას გულისხმობს, ანუ მისი ხატოვანება პრიმიტივისტულ-ნაივურ ძიებებს რამდენადმე ცდება; ეს ის შემთხვევაა, როცა გენიოსი თავისი წესებით ქმნიდა ატიპურ და განუმეორებელ სახვით ენას...
ექსპოზიცია აერთიანებს ექვსი თანამედროვე ქართველი ხელოვანის — თამო ჯუღელის, ბესო უზნაძის, ნინა კინწურაშვილის, ნინა ახობაძის, ნინო საკანდელიძისა და ნინო მეჟეს — ნამუშევრებს